კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ალექსანდრე იაშვილი: “მიზანი უცვლელია და სურვილი გვაქვს, რომ ჯგუფი ამჯერადაც მოვიგოთ”

Image source: gff.ge

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ერთა ლიგის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მიზანი უცვლელია და სურვილიც ერთია, რომ წინა გათამაშების მსგავსად ჯგუფი ამჯერადაც მოიგონ.

“ჩვენი ნაკრებისთვის ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ეს პირველმა გათამაშებამ ძალიან კარგად აჩვენა, რადგან ჩვენ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ და 26 მარტს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. აქედან გამომდინარე ერთა ლიგას ნამდვილად დადებითად შევაფასებ.

​რაც შეეხება წილისყრას და ჩვენს ჯგუფს, რა თქმა უნდა, მიზანი უცვლელია და სურვილი გვაქვს, რომ წინა გათამაშების მსგავსად ჯგუფი ამჯერადაც მოვიგოთ. ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ ნამდვილად საინტერესო მატჩები გველის” , – განცხადა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო C ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

 

წყარო – gff.ge

 

ლევან კობიაშვილი: “ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა”