კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ალექსანდრე იაშვილი: “მაყურებლის დასწრება ჩვენ ძალიან გვინდა”

ალექსანდრე იაშვილი კომენტარი

Image source: Georgian Football Federation‎ ფეისბუკ გვერდი

 

უცნობია, დაესწრება თუ არა გულშემატკივარი ფუტსალში ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით საშინაო მატჩში, სადაც საქართველო საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 9 აპრილს თბილისში უმასპინძლებს.

12 აპრილს კი, საქართველო სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება. აღვნიშნოთ, რომ მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.

გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა.

„საფრანგეთთან მატჩს გულშემატკივარი დაესწრება თუ არა, ამას ჯერ ვერ გეტყვით. ამის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს. ესპანეთთან დავინახეთ, თუ რა ძალა აქვს მაყურებელს. ამიტომ მაყურებლის დასწრება ჩვენ ძალიან გვინდა. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, ქვეყანაში როგორი ვითარება იქნება. ზუსტი პასუხი რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ალექსანდრე იაშვილმა.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

 

ჩემპიონთა ლიგა: გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ტად მაკფადენის “ბურგოსი” გაანადგურა (ვიდეო)