კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ალექსანდრე იაშვილი: “ეროვნული ლიგიდან ნაკრებში მოხვედრის ბევრი კანდიდატი გვყავს”

უეფას Pro ლიცენზიის მეორე მოდული სასწავლო პროცესს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდა

Image source: gff.ge

“დავით პეტრიაშვილი არენაზე” უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვილი სანიოლთან ერთად უეფას Pro ლიცენზიის მეორე მოდული სასწავლო პროცესს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდა.

“მწვრთნელთა განათლება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ის პირდაპირ დაკავშირებულია ფეხბურთელების სწორ განვითარებასთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი კვალიფიციური მწვრთნელი გვყავდეს. ვთვლი, რომ სასწავლო პროცესში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

საჭიროა, რომ Pro ლიცენზიის მონაწილეებმა იცოდნენ, თუ როგორი ხედვა აქვს ეროვნული გუნდის მწვრთნელს. მითუმეტეს, რომ ეროვნული ლიგიდან ნაკრებში მოხვედრის ბევრი კანდიდატი გვყავს”, – განაცხადა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება.

 

 

 

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

 

Transfermarkt-მა გიორგი ლორიას სატრანსფერო ფასი განაახლა