კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ალექსანდრე იაშვილი: “ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ნაკრები მხოლოდ თბილისში არ თამაშობდეს”

ალექსანდრე იაშვილიის კომენტარი 3 საშინაო მატჩის შესახებ

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას ბათუმში გამართვაზე კომენტარი გააკეთა.

“არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ნაკრები მხოლოდ თბილისში არ თამაშობდეს. ამხანაგური მატჩები გვქონდა ქუთაისსა და გორში. ძალიან მიხარია, რომ ბათუმში არაჩვეულებრივი სტადიონი ააშენეს და ისიც სასიხარულოა, რომ სამივე მატჩს წელს ამ სტადიონზე ჩავატარებთ.

სტადიონზე საფარი უკვე არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია. 8 მაისიდან ბათუმის „დინამო“ საშინაო მატჩებს იქ ჩაატარებს.

სასიხარულოა, რომ რეგიონშიც არის ასეთი არაჩვეულებრივი სტადიონი და გულშემატკივრის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ესპანეთთნაც დავინახეთ, როგორ შეუძლია გულშემატკივარს გუნდის დახმარება. იმედია, იმ დროისთვის კარგი ეპიდმდგომარეობა გვექნება და ტრიბუნაზე მაქსიმალურად მეტი გულშემატკივარი შევა“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

აღვნიშნოთ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა.

 

 

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

უეფას ჩემპიონთა ლიგა: “სიტიმ” “ქამბექით” პარიზული კლუბი დაამარცხა (ვიდეო)