კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ალექსანდრე იაშვილი: “2020 წელი ძალიან საინტერესო იქნება როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებებს”

Image source: gff.ge

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის განახლებული საკვალიფიკაციო სისტემის შესახებ ისაუბრა კენჭისყრის შემდეგ:

“ვფიქრობ, რომ ახალი სისტემა ძალიან საინტერესოა. რეალურად ჩვენი მიზანი იყო, რომ ნაკრები ყველა ასაკში გვყოლოდა და ამ გუნდებს ჰქონოდათ რაც შეიძლება მეტი ოფიციალური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ამ იდეამ გაამართლა და ამის დასტურია, რომ 17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებები ელიტ-რაუნდში იასპარეზებენ. ვფიქრობ, რომ განახლებული სისტემა ახალგაზრდა ფეხბურთლებისთვის უფრო საინტერესოა. იმიტომ, რომ 17-წლამდე ელიტ-რაუნდის დასრულების შემდეგ, მათ უკვე ეცოდინებათ, რომ იმავე წლის შემოდგომაზე 19-წლამდე ნაკრებთა მინი ტურნირზე ჩაერთვებიან და რეალურად 1 წლით ადრე დაიწყებენ ბრძოლას ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ამ ფორმატით იზრდება ოფიციალური თამაშების რაოდენობა, რაც მისასალმებელია. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენს ასაკობრივ ნაკრებს ძალიან საინტერესო გზის გავლა მოუწევს და ვთვლი, რომ მოთამაშეები დიდ გამოცდილებას მიიღებენ.

ჩვენი მიზანია, რომ A ლიგაში გადავიდეთ და კიდევ უფრო ძლიერ ნაკრებებს დავუპირისპირდეთ. 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის განახლებული საკვალიფიკაციო სისტემა შეგვიძლია ერთა ლიგას შევადაროთ. აქ პრაქტიკულად იგივე სისტემაა ოღონდ 19-წლამდე ფეხბურთელებს შორის. სამომავლოდ მოსალოდნელია, რომ მსგავსი სისტემა დაინერგოს 17-წლამდე ნაკრებებშიც. 2020 წელი ძალიან საინტერესო იქნება, ახალი გამოწვევებით და ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებით დატვირთული. ეს ეხება როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებებს.”

 

წყარო – gff.ge

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები B ლიგის პირველ ჯგუფში მოხვდა