კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ალექსანდრ-არნოლდმა გატანილი გოლი მბაპეს სტილში იზეიმა, რასაც მოგვიანებით “პსჟ”-ს თავდამსხმელი გამოეხმაურა (ფოტო)

Image source: Trent Alexander-Arnold Twitter

 

ინგლისის პრემიერ ლიგის 19-ე ტურში “ლივერპულმა” “ლესტერი” 4:0 გაანადგურა. შეხვედრის ნამდვილი გმირი გახდა “წითლების” მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნლოდი, რომელმაც 2 საგოლე პასი შეასრულა და 1 გოლის ავტორიც გახდა.

21 წლის ფეხბურთელმა გატანილი გოლი კილიან მბაპეს სტილში იზეიმა. მან ფოტოსურათიც გაავრცელა სოციალურ ქსელში, რომელიც ასე დაასათაურა “ყველაფერი, რაც მბაპეს შეუძლია გააკეთოს”.

ამას გამოეხმაურა “პსჟ“-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე, რომელმაც სოციალური ქსელის თავისი აკაუნტით მოიწონა აღნიშნული პოსტი.

 

წყარო – Trent Alexander-Arnold Twitter

“გენტმა” წლის ბოლო შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მოედანზე მხოლოდ ერთი ქართველი გამოვიდა