კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ალექსანდერ ჰლები: “ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ბელარუსში უნდა ჩამოსულიყვნენ”

Image source: Robert Hradil - Getty

 

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ტოპ-ლიგები დროებით შეჩერებულია, თუმცა ბელარუსის უმაღლესი ლიგა გრძელდება. 19 მარტიდან 22 მარტამდე პირველობის პირველი ტურის მატჩები გულშემატკივრებთან ერთად ჩატარდა.

აღნიშნულ ფაქტს “ბარსელონას” ყოფილი ბელარუსი ფეხბურთელი, ალექსანდერ ჰლები ეხმაურება და მისი აზრით ჩემპიონატი უნდა გაგრძელდეს. ასევე, ჰლები მსოფლიო ფეხბურთის 2 ვარსკვლავს ეპატიჟება.

“ეხლა ყველა ბელარუსის ლიგას ყველა უყურებს. აშშ-ში NHL-ის მატჩები გადაიდო, ჰოკეის მოთამაშეები რუსეთში დაბრუნდნენ. ალბათ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს საფეხბურთო კარიერა აქ უნდა გაეგრძელებინათ.

ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ადგილია, სადაც ფეხბურთის თამაში შეიძლება. მოსახლეობა მიწის საქმეებთ არის დაკავებული და ვირუსზე არავინ საუბრობს, სოფლებში ტრაქტორი ყველას კურნავს”, – აცხადებს ჰლები Mundo Deportivo-თან საუბარში.

 

წყარო – Mundo Deportivo

 

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სპორტსმენებს მიმართავს