კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

აკი ბაშოს მეექვსე წარუმატებელი დღე ქართველი სუმოისტისათვის (ვიდეო)

ტოჩინოშინის მორიგი მარცხი

 

აკი ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე შოდაი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 5 მოგება – 1 წაგება. ქართველი მაეგაშირა შოდაითან ბრძოლაში იორიკირით დამარცხდა.

მეექვსე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 2 მოგება და 4 წაგება.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე დაიეიშო იქნება.

 

 

 

წყარო – sumo.or.jp

აკი ბაშო: ტოჩინოშინმა კაკენაგეს ილეთით გაიმარჯვა (ვიდეო)