კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

აკი ბაშოს მე-5 დღე: თუ რა ილეთით დამარცხდა ტოჩინოშინი ჩიოტაირიუსთან ბრძოლაში (ვიდეო)

თუ რა ილეთით დამარცხდა ტოჩინოშინი ჩიოტაირიუსთან ბრძოლაში

 

აკი ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეც ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ჩიოტაირიუ იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 2 მოგება – 3 წაგება. ქართველი მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან ბრძოლაში ჰატაკიკომით დამარცხდა.

მეხუთე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 1 მოგება და 4 წაგება.

ხვალინდელ ბრძოლაში მე-12 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება.

 

წყარო – sumo.or.jp

 

 

აკი ბაშოს მე-4 დღე: ტოჩინოშინი ერთ-ერთ ლიდერთან დამარცხდა