კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ახალი სპორტის სასახლე 2021 წლის ზაფხულში სრულ მზადყოფნაში იქნება (ვიდეო)

სპორტის სასახლის მშენებლობა

Image source: gbf.ge

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად, თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ახალი, მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა. სამუშაოები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ახალი სპორტის სასახლე 2021 წლის ზაფხულში სრულ მზადყოფნაში იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, მთლიანად დასრულებლია საძირკველის მოწყობის და მშენებლობის საწყისი ეტაპის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები, ასევე დასრულებულია ხიმინჯების (110 ცალი) შენება, სრულად დამთავრებულია ნულოვანი ბეტონის ფილისთვის ლითონის კონსტრუქციის ქსოვის სამუშაოები, ამჟამად კი მიმდინარეობს კოლონების მოწყობის სამუშაოები და პირველი სართულის მშენებლობა. მშენებლობის ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საინფორმაციო ბანერები. მშენებარე ობიექტზე დაცულია ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ისტორიაში პირველად, გადადებული 2022 წლის კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის –  ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყანაა.

 

წყარო – gbf.ge

 

როდის განახლდება 5 ევროპული ჩემპიონატი? (ფოტო)