კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ტოტის აკადემიაში გადასვლასთან ახლოს არის

გიორგი გვიანიძე

Image source: ajaratv.ge

 

ახალგაზრდა ბათუმელი ფეხბურთელი გიორგი გვიანიძე, ფრანჩესკო ტოტის აკადემიასთან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა დაადასტურა Ajaratv-ის გადაცემა “რადიოვიზიაში”.

ტოტის აკადემია ბათუმელ ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ხელშეკრულების გაფორმებამდე მხოლოდ ბოლო დეტალებია დარჩენილი.

გიორგის ასევე თურქული, გერმანული და სხვა იტალიური აკადემიებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ტოტის აკადემიაზე შეაჩერა. ახალგაზრდა ბათუმელის თქმით, საკითხების მოგვარებაში ჯაბა ჭანტურია, ლევან ბაბილოძე და ლევან გოგალაძე აქტიურად არიან ჩართულები.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საყრდენი ნახევარმცელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემიაში თამაშობს.

 

 

წყარო – ajaratv.ge

 

 

ხაბიბმა 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა (ფოტო)