კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ახალგაზრდა ქართველი ძალოსანის სადებიუტო გამოსვლა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე

კახი ასანიძემ 3 რეკორდი დაამყარა

Image source: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ გვერდი

 

გუშინ, მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე წუთში ფიცარნაგზე 73კგ წონითი კატეგორიის ძალოსნები გავიდნენ. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებიდან ძალები კახი ასანიძემ მოსინჯა.

ძალოსანმა ატაცში 144/148კგ დაძლია და მე-8 ადგილზე გავიდა, ხოლო აკვრაში თავი 172/179 კილოგრამს გაართვა და მე-7 საფეხური დაიკავა, ასეთივე ადგილი ერგო ორჭიდში 327 კილოგრამით.

კახიმ საქართველოს 3 რეკორდი დაამყარა – ატაცსა და აკვრაში სარეკორდო ზღვარს თითო-თოთო, ხოლო ორჭიდის ჯამში 2 კილოგრამით გადააჭარბა.

აღვნიშნოთ, რომ ქართველი ძალოსნის გასამხნევებლად დარბაზში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული ზვიად ტატიშვილი

 

 

წყარო – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარიში სარდინიას ღია პირველობის წყვილთა თანრიგში გამოეთიშა