კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეთა საქართველოს ჩემპიონატი გადაიდო

საქართველოს ჩემპიონატი კრივში გადაიდო

Image source: Getty Images

 

საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს კრივის ფედერაცია ავრცელებს.

“მსოფლიოში არსებული კორონა ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაშიც ყოველდღიურად იზრდება კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ქალაქ გორში 8-13 დეკემბერს გადაიდო. ჩატარების თარიღი დაინიშნება ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით.

ყველა ინფორმაციას მოგაწვდით ცვლილებისთანავე. ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა.

გისურვებთ ჯანმრთელობას” , – ვკითხულობთ კრივის ფედერაციის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის 8-13 დეკემბერს გორში უნდა ჩატარებულიყო.

 

 

 

 

წყარო – კრივის ფედერაცია

 

 

 

 

“ქართული ფეხბურთის ტრიო” მილანის სპორტული ფილმების ფესტივალზე საუკეთესოდ აღიარეს