კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ახალ წელს სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით” – “ტორპედოს” საახალწლო მიმართვა

Image source: F.C. Torpedo Kutaisi

 

ქუთაისის “ტორპედომ” გულშემატკივრებს ახალი წელი მიულოცა და ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ კლუბში  არსებული მდგომარეობა მალე შეიცვლება.

“გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და წარმატებულ წელს გისურვებთ.

უკან ძალიან მძიმე წელი მოვიტოვეთ. წელი, რომელსაც თან არაერთი იმედგაცრუება ახლდა, მაგრამ, მიუხედავად უამრავი სირთულის, ჩვენი ერთობით დღემდე მოვედით…

ახალ წელს სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით. ვხვდებით იმედით, რომ კლუბში დღეისათვის არსებული არც თუ სახარბიელო მდგომარეობა უახლოეს დღეებში რადიკალურად შეიცვლება.

გილოცავთ. მშვიდობისა და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის” – ნათქვამია ქუთაისური კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

VbetNews-ი უერთდება მილოცვას და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს ქუთაისურ კლუბს. იმედია “ტორპედო” მძიმე ვითარებისგან გამოსავალს იპოვის და წარსულში ჩვეულ სიძლიერეს დაიბრუნებს.

 

წყარო – F.C. Torpedo Kutaisi

გოგა ბითაძემ ახალი წელი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. “ინდიანა პეისერსმა” “ფილადელფიას” მოუგო (ვიდეო)