კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

აკაკი გოგიას გუნდის გულშემატკივრების ულამაზესი ტრადიცია საშობაოდ (ფოტო)

Image source: 1. FC Union Berlin

 

ბერლინის “უნიონის” გულშემატკივრებს ულამაზესი საშობაო ტრადიცია აქვთ: ისინი შობის დღესასწაულის წინ სტადიონზე იკრიბებიან და სანთლების განათების ქვეშ სიმღერებს ასრულებენ.

წლეულს დღესასწაულის აღსანიშნავად სტადიონზე 28 ათასამდე გულშემატკივარი მოვიდა. სანახაობა უბრალოდ ზღაპრული გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელი, აკაკი გოგია 2017 წლის ზაფხულიდან ბერლინის “უნიონის” ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი ქმედებებით თავი არ გამოუჩენია.

წყარო – fc-union-berlin.de

 

TOP 5 ფეხბურთელი, რომლებმაც ბოლო ათწლეულში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს