კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“აინტრახტის” კაპიტანი მეტოქე გუნდის მწვრთნელის წაქცევისთვის უმკაცრესად დასაჯეს (ვიდეო)

Image source: Sportbuzzer

 

ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფეხბურთელი დავიდ აბრაჰამი 7 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. აბრაჰამმა მძიმე სასჯელი მას შემდეგ მიიღო, რაც „ფრაიბურგის“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან სტრაიხი თამაშის დროს წააქცია.

აბრაჰამი აუტის ხაზისკენ გარბოდა, რომ ბურთი სწრაფად მოეწოდებინა, მაგრამ გზად სტრაიხს დაეჯახა და ძირს დააგდო.

ამას ფეხბურთელების მასიური ჩხუბი მოჰყვა. სადისციპლინო კომიტეტმა კი, აბრაჰამს ხსენებული საქციელის გამო 7 თამაშით მოედანზე გასვლა აუკრძალა.

 

 

კვეკვესკირი: “შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დადებითი შედეგი თავდაჯერებისთვის აუცილებელია”