კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

აგუერომ ტიერი ანრის გადაასწრო და პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა

Image source: OptaJoe

 

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ „ასტონ ვილასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა.

აგუეროს ამ დროისთვის 177 გოლი აქვს გატანილი და ტიერი ანრის გადაასწრო, რომელის ანგარიშზე 175 გოლია.

არგენტინელზე წინ მხოლოდ ინგლისელი ფეხბურთელები იმყოფებიან: ალან შირერი 260 გოლი, უეინ რუნი 208 გოლი და ენდი კოული 187 გოლი. ფრენკ ლამპარდს კი ასევე 177 გოლი აქვს გატანილი.

 

 

“არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გრძნობები” – პაპუნაშვილმა “სარაგოსას” ემოციური წერილი მიუძღვნა