კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

აღმოსავლეთ პარტნიორობის აღსანიშნავად მიხეილ მესხზე საქველმოქმედო მატჩი გაიმართა (ფოტო)

მიხეილ მესხის სახელობის მცირე სტადიონზე გაიმართა საფეხბურთო ამხანაგური მატჩი ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებით და საქართველოს უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ გუნდს ”Football Legends – Georgian XI’‘ და შვედი დიპლომატებით, პოლიტიკოსებითა და ბიზნესმენებით დაკომპლექტებულ სამოყვარულო გუნდს ‘‘Swedish Brussels Euroleague Team”-ს შორის.

ეს ღონისძიება “აღმოსავლეთ პარტნიორობის10 წლისა და შვედურ-ქართული მეგობრობის აღსანიშნავად გაიმართა.

საქველმოქმედო თამაშიდან შემოსული თანხა, დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში მიეხმარება.

წყარო – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ფუტსალის ლიგის თასის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებული გამოვლინდა (ფოტო)