კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

აჩვენეთ ეს რონალდუსა და მესის – გიორგი ქანთარიას საოცარი თამაში “დინამოსთან” მატჩში (ვიდეო)

ნემანის ქართველი ლეგიონერი

Image source: FC Neman Grodno ვკ-ს გვერდი

 

გიორგი ქანთარიამ ბელარუსის ჩემპიონატში გულშემატკივრებს მაგია აჩვენა.

გროდნოს “ნემანის” ქართველი ფეხბურთელი ბელარუსის ჩემპიონატის მე-15 ტურში, ბრესტის “დინამოსთან” მატჩში შთამბეჭდავი დრიბლინგის დემონსტრირება მოახდინა. 23 წლის მცველმა მოედნის ცენტრში ჯერ მარჯვენა ფეხის ქუსლით მეტოქის ფეხბურთელი მოატყუა და შემდეგ  მარცხენათი იდეალური გადაცემა გააკეთა თანაგუნდელს.

გიორგი არა მხოლოდ კარგად თამაშობს დაცვაში, არამედ აქვს კარგი ტექნიკა” , – ასე დაახასიათა გიორგის გუნდმა.

 

შეგახსენებთ, რომ “ნემანმა” ბელარუსის ჩემპიონატში “დინამოს” 1:0 დამარცხების შემდეგ ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა.

წყარო – fcneman

 

 

 

1 თვის შემდეგ რონალდუმ ქომაგებს ახალი ვარცხნილობა წარუდგინა (ფოტო)