კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

აბურჯანია: “მადლობა ნდობისთვის, ვეცდები გუნდს ყველანაირად დავეხმარო”

აბურჯანია წარადგინეს

Image source: Cartagena FC

 

გიორგი აბურჯანიამ „კარტახენაში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ძალიან ბედნიერია.

„ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ, რომ „კარტახენას“ შევუერთდი. მადლობას გიხდით ჩემი ნდობისთვის, ვიბრძოლებთ, როგორც გუნდი მაქსიმალური ერთგულებით ჩვენი მიზნების მისაღწევად“ – დაწერა აბურჯანიამ სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, გიორგი კლუბმა ოფიციალურად წარადგინა და კომენტარი იქაც გააკეთა:

„მათ არშეასრულეს ის, რასაც დამპირდნენ და ასევე არ მქონდა ნდობა. გარდა ამისა, ეროვნული ნაკრების კალენდარიც არ დამეხმარა, რადგან მუდმივად მგზავრობა მიწევდა, შემდეგ იყო კორონავირუსის პრობლემა, ყველაფერი ცოტათი იყო. მინდა, რომ გუნდს ყველანაირად დავეხმარო. მინახავს ჩვენი თამაშები და კარგად ვთამაშობთ, მაგრამ არის პატარა დეტალები, რომლებიც გუნდს აზიანებს“ – აღნიშნა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, რომ „კარტახენა“ 20 ქულით სატურნირო ცხრილში 21-ე ადგილზე იმყოფება, აბურჯანია კი მის რიგებს სეზონის ბოლომდე შეუერთდა.

 

 

 

წყარო – Cartagena

 

ეს იყო გიორგი აბურჯანიას პირველი ვარჯიში თავის ახალ თანაგუნდელებთან (ვიდეო, ფოტო)