კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

9:0 – “ლესტერმა” პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურის სასტარტო შეხვედრაში „ლესტერი“ „საუთჰემპტონს“ ესტუმრა და საოცარი ანგარიშით, 9:0 გაანადგურა.

„მელიები“ მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობენ და მათი გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ანგარიში და სხვაობა, მაინც სენსაციურია. ჯეიმი ვარდიმ და აიოზე პერესმა ჰეთ-თრიქები შეასრულეს. თითოჯერ ჩილევლმა, იური ტილემანსმა და ჯეიმს მედისონმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ „ლესტერმა“ ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში სტუმრად სარეკორდო სხვაობით მოიგო. აქამდე 9 ბურთის სხვაობით გასვლაზე მოგებული არავის ჰქონდა.

საერთოდ, ეს ანგარიში პრემიერლიგაში ერთხელ დაფიქსირდა, 1995 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „იფსვიჩი“ 9:0 დაამარცხა, მაგრამ „ლესტერისგან“ განსხვავებით ეს საკუთარ მოედანზე გააკეთა.

„მელიები“ ამ მოგების შემდეგ 20 ქულით მეორე ადგილზე გადავიდნენ, ხოლო „საუთჰემპტონი“ გასავარდნ ზონაშია.

„საუთჰემპტონი“ – „ლესტერი“ 0:9

გოლები: 0:1 ჩილველი (10), 0:2 ტილემანსი (17), 0:3 პერესი (19), 0:4 პერესი (39), 0:5 ვარდი (45), 0:6 პერესი (57), 0:7 ვარდი (58), 0:8 მედისონი (85), 0:9 ვარდი (90, პენ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ევროლიგაში – MVP-ის ტიტული “ოლიმპიაკოსთან”