კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

8 ფეხბურთელი, რომელიც ლა ლიგის 2019/20 სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუება გახდა

Image source: Getty Images

 

წამყვანმა გამოცემა AS-მა შეადგინა ფეხბურთელების სია, რომლებმაც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გულშემატკივარს ყველაზე მეტად გაუცრუეს იმედები.

გამორჩეულ 8 ფეხბურთელს შორის მოხვდა მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ჟოაუ ფელიში. 20 წლის მოთამაშე დიეგო სიმეონეს გუნდში “ბენფიკადან126 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 20 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა

ზემოთხსენებულ სიაში მოხვდნენ ასევე “სევილიას” ნახევარმცველი მარკუშ ლოპეში (3 მატჩი), “ბარსელონას” ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი (26 მატჩი, 2 გოლიო, 2 საგოლე პასი), მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი (15 მატჩი, 2 გოლი, 1 საგოლე პასი), “ბეტისის” თავდამსხმელი ბორხა იგლესიასი (24 მატჩი, 3 გოლი, 2 საგოლე პასი), “ატლეტიკოს” მცველი მარიო ერმოსონი (24 მატჩი), “ესპანიოლის” მცველი ფერნანდო კალერონი (14 მატჩი), და “ვალიადოლიდის” მცველი პედრო პორო (13 მატჩი).

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეჩერებულია.

წყარო – AS

 

თბილისის “ლოკომოტივი” გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დატოვა. რა გახდა მიზეზი?