კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

8 მედალი პორეციდან – საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრებმა ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების მედლები პორეციდან

Image source: საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ პორეცში გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა და ქალთა საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა გუნდი ჩემპიონატზე არ გვყავდა.

ევროპის ჩემპიონები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) და ლუკა მაისურაძე (-90კგ), რომელმაც პირველად იასპარეზა -90კგ წონით კატეგორიაში. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ თემურ ნოზაძე (-60კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ჯაბა პაპინაშვილმა (-60კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (-66კგ), ვლადიმერ ახალკაცმა (-81კგ) და ონისე სანებლიძემ (-100კგ).

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე სულ საქართველოს ნაკრების 9 ძიუდოისტმა იასპარეზა და 8 მათგანმა მედალი მოიპოვა.

 

 

 

წყარო – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

 

 

 

 

 

 

“დიდი ფინალის დღე” – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების ფეხბურთელებს ამხნევებს (ვიდეო)