კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

79-ე ქართულ დერბიში სადებიუტო გოლი დაფიქსირდა (ვიდეო)

Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

თბილისის “დინამომ” გუშინ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში “დინამო არენაზე” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა და პრინციპული მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

79-ე ქართულ დერბიში ერთადერთი გოლი, თბილისელთა 19 წლის ნახევარმცველმა – თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა, რომლისთვისაც “ტორპედოსთან” გატანილი გოლი სადებიუტო აღმოჩნდა.

გიორგი ნემსაძის გუნდი, 11 ტურის შემდეგ 25 ქულით სატურნირო ცხრილში ინარჩუნებს პირველ ადგილს, ხოლო ქუთაისელები კი პირიქით – 6 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

 

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

 

პირველად საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში – “დინამო სოხუმს” სარეზერვო გუნდი ეყოლება