კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

7 წლის წინ ჯაბა კანკავამ ოლეგ გუსევი სიკვდილისგან იხსნა (ვიდეო)

Image source: Sport Values

 

7 წლის წინ, 2014 წლის 30 მარტს უკრაინის ჩემპიონატის მატჩში ჯაბა კანკავას დნეპროპეტროვსკის “დნიპროსა” და “დინამო კიევს” შორის, რომელიც ქართველის გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა, უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. შეხვედრის 22‘-ე წუთზე, მეკარის საჯარიმო მოედანში მაღალი ბურთისთვის მასპინძელთა კიპერი დენის ბოიკო დინამოელთა კაპიტანს ოლეგ გუსევს ისე შეეჯახა, რომ გონება დააკარგვინა. ჯაბამ გუსევს აუცილებელი პირველადი დახმარება გაუწია და კაპიტანი სიკვდილს გადაარჩინა.

 

ჯაბა კანკავა საფრანგეთის მეორე ლიგაში მოთამაშე “ვალანსიენის” ფეხბურთელი მიმდინარე წლის იანვარში გახდა. მანამდე კი “ტობოლში” ჯაბამ 86 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

 

 

 

 

წყარო – fctobol

 

სასწრაფოდ: ჟერომ ბოატენგი ავარიაში მოყვა (ფოტო)