კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

5 ფაქტი, რომელიც ვილი სანიოლის შესახებ შესაძლოა, არ იცით

უცნობი ფაქტები სანიოლიზე

Image source: getty Images

 

ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან 2-წლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის თებერვალში გააფორმა და დებიუტი 25 მარტს შვედეთის ნაკრებთან შედგა – 0:1.

Vbetnews წარმოგიდგენთ ხუთ ფაქტს, რომელიც ვილი სანიოლის შესახებ შესაძლოა არ იცით, ან არ გახსოვთ.

1. ვილი სანიოლის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში კაპიტნის სამკლავურით აქვს ნათამაშები. იტალიასთან ფინალში, როდესაც 110-ე წუთზე ზინედინ ზიდანი გააძევეს, კაპიტნის სამკლავური სანიოლმა მოირგო. მან პენალტების სერიაშიც მიიღო მონაწილეობა და 4-დან ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო ფრანგების მხრიდან, რომელმაც პენალტი შეასრულა და ჯანლუიჯი ბუფონს გოლიც გაუტანა. სწორედ იტალიასთან ფინალის გამო ზიდანს ვილი 2 წელი არ ელაპარაკებოდა და ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა:

„თამაშის დასრულების შემდეგ ზიდანმა გასახდელში ბოდიში მოგვიხადა, მაგრამ მე არ მსურდა მისი მოსმენა, ბოდიშიც არ მივიღე. მან არასწორი დრო შეარჩია იმისთვის რაც გააკეთა, იმედგაცრუებულები ვიყავით. ტუალეტში შევედი და 10 წუთში 250 ღერი სიგარეტი მოვწიე. ზიდანს იმ ფინალის შემდეგ 2 წელი არ ველაპარაკებოდი, მხოლოდ 2008 წლის ზაფხულში ჩემს ქორწილში შევურიგდი“ – თქვა სანიოლმა.

2. ვილი სანიოლი 2014-2016 წლებში „ბორდოს“ მთავარი მწვრთნელი იყო. 2015 წლის აგვისტოში მისი გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფში ყაზახურ „კაირატს“ დაუპირისპირდა, რომელსაც შინ 1:0 მოუგო, სტუმრად 1:2 წააგო და ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. „კაირატის“ მთავარი მწვრთნელი იმ შეხვედრებში საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და სანიოლის წინამორბედი ვლადიმირ ვაისი იყო.

3. ვილი სანიოლი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ერთი მატჩით და 9 დღით იყო. 2017 წელს ის კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, მისი გათავისუფლების შემდეგ კი გუნდის მთავარ მწვრთნელად დროებით დანიშნეს. ბერლინის „ჰერტასთან“ სანიოლის „ბაიერნი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ ფრეს დასჯერდა – 2:2. ამ თამაშის შემდეგ „ბაიერნი“ იუპ ჰაინკესს ჩააბარეს და სანიოლიმ გერმანული გუნდი დატოვა. მას მერე მწვრთნელად არ უმუშავია, ბოლო პერიოდში ფრანგულ ტელევიზიაში მიმომხილვევლი იყო.

4. ვილი სანიოლი გერმანიის ბუნდესლიგაში 2000-2009 წლებში თამაშობდა. მას ალექსანდრე იაშვილისა და ლევან კობიაშვილის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია. 2006-2007 წლების სეზონში “ბაიერნისა” და “შალკეს” მატჩის დროს კობიაშვილსა და სანიოლის შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. გაცხარებული ფეხბურთელები მსაჯმა და ფეხბურთელებმა დააშოშმინეს.

5. მას საფეხბურთო კარიერის შემდეგ პირდაპირ სამწვრთნელო კარიერა არ დაუწყია და 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ შემდეგ საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს და ასე დაიწყო მწვრთნელობა.

 

 

 

ვილი სანიოლი: “გაგვიმართლა, რომ მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს”