კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

5 მატჩი – 5 გამარჯვება. შოთა არველაძე ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელია

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელი

Image source: Championat Asia

 

ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. ქართველი სპეციალისტი ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

ოქტომბერში არველაძის გუნდმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა. ფახთაქორელებმა განვლილ თვეში ოთხი მატჩი ჩაატარეს, რომლიდანაც ოთხივე მოიგეს, 15 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს. 5 ნოემბერს “ბონიუდკორთან” სტუმრად მინიმალური სხვაობით წაგებამდე კი ქართველი სპეციალისტს ხუთმატჩიან წაუგებელი სერია ჰქონდა.

ფახთაქორი” უზბეკეთის ჩემპიონატში 22 შეხვედრის შემდეგ 56 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. მეორეადგილოსანი “ნასაფ ქარში”, რომელსაც ასევე 22 მატჩი აქვს ჩატარებული, “ფახთაქორს” 10 ქულით ჩამორჩება.

 

 

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა