კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

45 წლის წინ ზუსტად ამ დღეს: “დინამომ” პირველად მოიპოვა სსრკ–ს თასი (ვიდეო)

დინამო თბილისი ბროლის თასს ეუფლება

Image source: fcdinamo.ge

 

1976 წლის 3 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა “დინამო თბილისის” ტიტულოვან ისტორიაში.

45 წლის წინ ზუსტად ამ დღეს “დინამომ” პირველად მოიპოვა სსრკ–ს თასი. აღსანიშნავია, რომ თბილისელები მანამდე 5-ჯერ იყვნენ გასული ბროლის თასის გათამაშების ფინალში და ხუთივეჯერ ხელი მოეცარათ.

ფინალამდე მტკვრისპირელებმა ზაპოროჟიეს “მეტალურგი” პენალტების სერიაში ანგარიშით 5:4 დაამარცხეს, 1/8-ფინალში “ზენიტს” 3 უპასუხო გოლით მოუგეს, შემდეგ ლვოვის “კარპატი” დაამარცხეს ანგარიშით 2:1, ხოლო ნახევარფინალში დონეცკის “შახტარს” 2:0 აჯობეს.

ფინალში, რომელიც მოსკოვში, “ლუჟნიკების” სტადიონზე გაიმართა და მატჩს 45 000 გულშემატკივარი ესწრებოდა, დედაქალაქური გუნდის მეტოქე წინა გათამაშების გამარჯვებული და თბილისელთა პრინციპული მოწინააღმდეგე – ერევნის “არარატი” გახლდათ. “დინამომ” მეტად საინტერესო შეხვედრაში დიდი ანგარიშით 3:0 იმარჯვა. გოლები 27’–ე წუთზე დავით ყიფიანმა, 64’– ე წუთზე ფირუზ კანთელაძემ (11მ) და 68’–ე წუთზე რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ სათასო ასპარეზობის საუკეთესო ბომბარდირი 5 გატანილი გოლით – დავით ყიფიანი გახდა.

“დინამო” 3:0 “არარატი”

“დინამოს” შემადგენლობა: გოგია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, ჩივაძე, მ. მაჩაიძე (კ), ჩელებაძე, გუცაევი, ყიფიანი (წერეთელი 75), კოპალეიშვილი

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

“არარატი” შემადგენლობა: ოვსეპიანი, გევორქიანი, სარქისიანი (კ), მირზოიანი, მესროპიანი, ს. პეტროსიანი, ფარსადანიანი, ოგანესიანი (აზარიანი 89), ქეროპიანი, ნ. პეტროსიანი, ხალაიჯიანი (კაზარიანი 46)

მწვრთნელი: ედუარდ მარქაროვი

მსაჯი: პ. კაზაკოვი (მოსკოვი)

 

 

წყარო – fcdinamo.ge

 

 

 

 

ვალერიან გვილიამ პოლონურ ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ: “მე აქ ვარ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი” (ვიდეო)