კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

43 წლის ბუფონმა დაასახელა მიზეზი რის გამოც კარიერას არ ასრულებს

პარმას იტალიელი მეკარე ჯიანლუიჯი ბუფონი

Image source: 1913parmacalcio ტვიტერის გვერდი

 

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი 42 წლისაა, მაგრამ კარიერის დასრულებას არ ჩქარობს. ბუფონმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და მიზეზიც დაასახელა, რატომ რჩება ფეხბურთში.

„ორი წლის წინ პრაქტიკულად დავასრულე კარიერა, მაგრამ შემდეგ გავაგრძელე. რატომ არ მივდივარ ფეხბურთიდან? იმიტომ, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ამასთან, 6-7 წლის ვიქნებოდი, როცა ვიღაცამ მითხრა, მხოლოდ სერია C-ს გუნდის მეკარე გავხდებოდი, ამიტომ ტირილი დავიწყე. მაშინდელ ემოციებს დიდი პატივს ვცემ და პატარა ჯიჯის ოცნებების გამო ვთამაშობ“ – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის კიპერი “იუვენტუსიდან” “პარმას” თავისუფალი აგენტის სტატუსით ცოტა ხნის წინ შეუერთდა, სადაც 2023 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

 

 

 

წყარო – Goal.com

შოთა არველაძე: “ორმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია”