კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

4 თამაში და 4 მარცხი: შემოდგომის ერთა თასი ბორჯღალოსნებისთვის დასრულებულია (ვიდეო)

ბორჯღალოსნების მორიგი მარცხი

Image source: Georgian Rugby ფეისბუკ გვერდი

 

შემოდგომის ერთა თასის ფინალური ტურის მატჩი დასრულდა. ბორჯღალოსნები “მარიფილდზე” ფიჯის ეთამაშნენ და ობიექტურად დღეს მეტად ძლიერმა მეტოქემ დამსახურებულად 38:24 ანგარიშით 38:24 გაიმარჯვა.

დღევანდელ მატჩში სამწუხაროდ იყო შეცდომებიც, თუმცა რამდენიმე კარგი შეტევაც განვახორციელეთ და სამი ლელოც მივითვალეთ. გიორგი მელიქიძის ლელო პირველ ტაიმში და ბექა საღინაძის დუბლი მეორეში. ასევე აღსაღნიშნავია თედო აბჟანდაძის ჯარიმა და ყველა გარდასახვა.

 

 

საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე გამოსვლა დაასრულა და ის მიზანი, რომელიც გუნდს ჰქონდა – შეთამაშება, მიყოლებით უძლიერეს გუნდებთან თამაშით, ფასდაუდებელი გამოცდის მიღება, თამაშიდან თამაშამდე ზრდა მიღწეულია. გულდასაწყვეტია ტურნირის ბოლო მატჩში განცდილი მარცხი, მაგრამ ფიჯი დღეს უკეთესი გუნდი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა.

 

 

წყარო-Georgian Rugby

 

 

 

 

 

 

ეროვნული ლიგა: თბილისის “დინამო” მე-18 ტიტულის მოლოდინშია