Image source: Getty images
იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში გათამაშების ლიდერი „მილანი“ სტუმრად „კალიარის“ ესტუმრა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.
მატჩის გმირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა, რომელიც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და დუბლი შეასრულა.
39 წლის შვედმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, როცა თავისი მოპოვებული პენალტი გაიტანა. ზლატანმა მეორე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იბრაჰიმოვიჩს 12 გოლი აქვს სეზონში გატანილი და ბომბარდირის ტიტულისთვის იბრძვის, ხოლო „მილანმა“ 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერია.
„კალიარი“ – „მილანი“ 0:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (7, პენ), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (53)
წყარო – AC Milan
ვიდეობი
ფოტოები