კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

39 წლის იბრაჰიმოვიჩის გოლებით “მილანმა” დერბი მოიგო (ვიდეო)

მილანმა ინტერს აჯობა

Image source: Getty images

 

იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში მილანური დერბი შედგა, რომელშიც „ინტერმა“ „მილანს“ უმასპინძლა. მატჩის გმირიკი 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოდგა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ზლატანმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა. შვედს პენალტი სამირ ჰანდანოვიჩმა აუღო, მაგრამ დამატებაზე პირველი იყო და გაიტანა. 3 წუთში მან დუბლი შეასრულა, როდესაც ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი.

„ინტერმა“ სწრაფად მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა. თავი რომელუ ლუკაკუმ გამოიჩინა. ანტონიო კონტეს გუნდმა დარჩენილ დროში გათანაბრება არაერთხელ სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და დამარცხდა.

„ინტერს“ 7 ქულა აქვს, ხოლო „მილანი“ 12 ქულით ლიდერია. „როსონერიმ“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 4 თამაში 1995 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

„ინტერი“ – „მილანი“ 1:2

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (13), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (16), 1:2 ლუკაკუ (29)

 

 

წყარო – AC Milan

 

ეროვნული ლიგა – “დილამ” “ჩიხურა” გაანადგურა