კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

30 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დაფუძნდა

კალათბურთის ფედერაცია 30 წლისაა

Image source: gbf.ge

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დღეს იუბილარია.

30 წლის წინ, 1991 წლის 4 ივნისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დაფუძნდა. მიუხედავად მრავალი სიძნელისა და დაბრკოლებისა, კალათბურთის ფედერაცია დღემდე ღირსეულად მოვიდა და ქართულ კალათბურთს ერთგულად ემსახურება.

ფედერაციის მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართული კალათბურთის განვითარება.

ევრობასკეტ-2022-ის მასპინძლობა ძვირფასი მონაპოვარია, რომელსაც საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში უდიდესი როლი ექნება.

სასიხარულოა, რომ ისტორიული მნიშვნელობის ვერის საკალათბურთო დარბაზი უკვე გადმოეცა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და კალათბურთი დაბრუნდა სახლში.

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

თორნიკე ოქრიაშვილი “აპოელში”: “კაპიტნის სამკლაურით პირველად ვიყავი მოედანზე, ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა”