კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

30 წლის წინ გაიმართა პირველი მატჩი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (ვიდეო)

Image source: fcdinamo.ge

 

30 წლის წინ, “დინამო არენაზე”, 80 000 მაყურებლის თანდასწრებით საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის, პირველი შეხვედრა გაიმართა. “დინამო თბილისმა” ფოთის “კოლხეთი 1913-ს” უმასპინძლა. ისტორიული მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში გელა კეტაშვილმა გაიტანა.

 

“დინამო თბილისი” 0:1 “კოლხეთი 1913 ფოთი”

გოლი: კეტაშვილი (ავტოგოლი)

დინამო: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა (ჯიშკარიანი), რევიშვილი (ჩიქოვანი), გურული, კაჭარავა

მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი

კოლხეთი 1913: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია (თიბილაშვილი), მახარაძე (ინიაშევი), ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი (ბაჯელაძე)

მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე

მსაჯი: ვ. მიმინოშვილი

წყარო – fcdinamo.ge

 

პაატა გურასპაული: “ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”