კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირი ახალ პრეზიდენტს აირჩევს

Image source: rugby.ge

 

საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით 2020 წლის 30 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2020 წლის ნამდვილ წევრთა მორიგი საერთო კრება (ყრილობა) შემდეგი დღის წესრიგით:

სრკ-ის გამგეობისა და პრეზიდენტის შემაჯამებელი ანგარიში;
სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანდიდატთაგამოსვლები;
სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა;
წესდების ცვლილებების მიღება;
წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.

შენიშვნა: კლუბებს (გუნდებს) რომლებსაც შესაძლოა გაუჩნდეთ პრეტენზია გამგეობის მიერ დამტკიცებულ ნამდვილ წევრთა სიასთან და/ან ხმათა რაოდენობასთან დაკავშირებით, უფლება აქვთ 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით სრკ-ში წარმოადგინონ თავისი დასაბუთებული წერილობითი განცხადება, რომლის გადამოწმებისა და დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, სრკ-ს მიერ მოხდება ნამდვილ წევრთა სიისა და ხმათა რაოდენობის კორექტირება.

 

წყარო – rugby.ge

 

“იაშარ დოგუს” სახელობის ტურნირი: საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 16-კაციანი შემადგენლობა