კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

3-თვიანი პაუზის შემდეგ ქართველი ლეგიონერი პროქსიმუს ლიგაში გოლის ავტორი გახდა (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

ბელგიის პროქსიმუს ლიგაში 3-თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ბერიძემ გოლი ”ვესტერლოსთან” გასვლით მატჩში გაიტანა. ”ვესტერლომ” საკუთარ მოედანზე ”ლოკერენი3:2 ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში სწორედ ბერიძე 83‘-ე წუთზე დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ პროქსიმუს ლიგის მიმდინარე სეზონში ბერიძემ 19 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

22 წლის ქართველი ლეგიონერი ”გენტის’‘ ფეხბურთელია და ”ლოკერენში” იჯარის წესით მიმდინარე სეზონის დასრულებამდე იასპარეზებს.

 

გიორგი ბერიძის გატანილი გოლი.

 

წყარო – proximus-sports.be

 

ოფიციალურად: “სამტრედიამ” მოლდოველი მეკარე დაიმატა