კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

4 წლის წინ ზუსტად ამ დღეს სანდრო ბაზაძემ ქართველი გულშემატკივარი გაახარა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

4 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, “ახალ თბილისში” მდებარე ტანვარჯიშის სასახლეში, ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატის მე-4 დღეს, ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა.

მოლოდინი გამართლდა, სანდრო ბაზაძე პირველად ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ტურნირის ნახევარფინალში ქართველი მოფარიკავე მომავალ ჩემპიონთან გერმანელ მაქს ჰარტუნგთან დამარცხდა.

16 საუკეთესოს შორის იასპარეზა ბექა ბაზაძემ, ვაჟთა შორის საქართველოს სახელი ასევე საბა სულამანიძემ და ნიკა შენგელიამ დაიცვეს.

 

 

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

 

 

 

ლიონელ მესი: “ტიტულის მოპოვება ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩემი უდიდესი ოცნებაა”