კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

3-საფეხურიანი წინსვლა – რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები?

ეროვნული ნაკრები რეიტინგი ფიფაში

Image source: gff.ge

 

ფიფამ დღეს, განახლებული სანაკრებო რეიტინგი წარმოადგინა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები 93-ე ადგილზეა დაგროვებული 1243 ქულით. აღვნიშნოთ, რომ ბოლოს 16 სექტემბერს განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 96-ე პოზიციაზე იყო.

ფიფას განახლებული რეიტინგის პირველ საფეხურზე ისევ ბელგიის ნაკრებია 1832 ქულით, მეორე ადგილზე ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიაა – 1820 ქულით, ხოლო მესამე კი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთია – 1779 ქულით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას 11 ნოემბერს, 21:00 საათზე ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.

 

 

 

 

წყარო – fifa.com

 

 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები დღეს ფინეთს დაუპირისპირდება