კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

3 მწვრთნელი, რომლებმაც შესაძლოა “საბურთალოში” გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვალონ

Image source: FC Saburtalo/FC Torpedo/Pakhtakor FK

 

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში “საბურთალომ” “ლოკომოტივს3-1 მოუგო და ისტორიაში პირველად ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.

ამ გამარჯვებით გიორგი ჭიაბრიშვილმასაბურთალოსთან” ერთად მეორე ტიტული მოიგო. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ეროვნული ლიგის გამარჯვებული სწორედ “საბურთალო” გახდა.

მატჩის შემდეგ “საბურთალოს” თავკაცმა ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ თბილისურ კლუბს ტოვებს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს.

წარმოგიდგენთ 3 კანდიდატს, რომლებმაც შესაძლობა “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვალონ.

1 კახა ჩხეტიანი

41 წლის სპეციალისტი ქუთაისის “ტორპედოს2016 წლიდან ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელს ქუთაისურ გუნდთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, არ გამოირიცხება, რომ შექმნილ სიტუაციაში თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ვითარება იქნება არასტაბილურ “ტორპედოში“.

 

2 შოთა არველაძე

ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კონტრაქტი უზბეკურ კლუბთან მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით არ არის დადასრურებული ინფორმაცია კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ. 46 წლის ქართველმა თავკაცმა, ჭიაბრიშვილის მსგავსად უზბეკურ კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი და თასი უკვე მოიგო. ამასთანავე, არველაძეს ქართული კლუბი არასდროს გაუწვრთნია და ეს მისთვის საინტერესო და ახალი გამოწვევა იქნებოდა.

 

3 ლაშა ნოზაძე

ნოზაძე “საბურთალოში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტია 2016 წლიდან და თბილისურ გუნდს ძალიან კარგად იცნობს. იცის გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები. აღსანიშნავია, რომ 39 წლის ასისტენტს მწვრთნელის კატეგორიის ლიცენზია აქვს და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ჭიაბრიშვილის წასვლის შემდეგ გუნდი სწორედ მან ჩაიბარსოს.

 

გიორგი ჭიაბრიშვილმა “საბურთალო” დატოვა