კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

3 ქართველი ყაზახეთში ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს (ფოტო)

ჯაბა კანკავა ტურის სიმბოლურშია ისევ

Image source: FC Tobol ფეისბუკ გვერდი

 

ორი ქართული ფეხბურთელი ყაზახეთის პრემიერ-ლიგის მე-14 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ტურის საუკეთესო თერთმეტეულში დასახელდა “ტობოლის” ნახევარმცველი, ჯაბა კანკავა და “კაისარის” თავდამსხმელი, ელგუჯა ლობჯანიძე. მართალია ჯაბას გუნდი დამარცხდა “ასტანასთან” გასულ ტურში 1:0 ანგარიშით, მაგრამ გამოცემამ მაინც დააფასა ქართველის დიდი შრომა. ლობჯანიძე “შახტიორ კარაგანდასთან” წინააღმდეგ მატჩში გოლისა და საგოლე გადაცემის ავტორი გახდა, რითაც საკუთარ გუნდს მოაგებინა. გამოცემამ ხსენებული სიმბოლური გუნდის მთავარ მწვრთნელად კი “ორდაბასის” ქართველი სპეციალისტი კახაბერ ცხადაძე დანიშნა. ცხადაძის გუნდი წაუგებელ სერიას აგრძელებს და მე-14 ტურში მისმა გუნდმა შინ “ჟეტისუ” 3:1 ანგარიშით დაამარცხა.

ყაზახეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის სიმბოლური ნაკრები

 

წყარო – sports.kz

 

 

 

 

 

ბორჯღალოსნების პირველი უიღბლო მატჩი ბოლო 8 თვის განმავლობაში