კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

3 და 4 ივლისს ქალთა შორის საქართველოს თასის 1/8-ფინალური მატჩები გაიმართება

3 ივლისს ქალთა შორის საქართველოს თასის გათამაშება აიღებს სტარტს

Image source: gff.ge

 

3 და 4 ივლისს სტარტს აიღებს საქართველოს თასის რიგით მეორე გათამაშება. ტურნირში, მონაწილეობას ქალთა ლიგის და ქალთა ლიგა 2-ის 16 გუნდი მიიღებს. 1/8-ფინალური ეტაპის შეხვედრებში გამარჯვებულები, 1-მატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

3 ივლისი
17:00 / “ლანჩხუთი” – “ბათუმი”
18:00 / “მართვე ქუთაისი” – “ნორჩი დინამო”
18:00 / “ხაშური ივერია” – “ნიკე”
18:00 / “ზარზმა ახალციხე” – “ხობი კოლხეთი”
18:00 / “რაჭა 2020” – “ფენიქსი ზუგდიდი”
18:00 / “ბახტრიონი ახმეტა” – “გორი იუნაიტედი”
20:00 / “დინამო სოხუმი” – “კვარტალი”

4 ივლისი
18:00 / “დიდგორი მცხეთა” – “ქარიშხალა საჩხერე”

1/8-ფინალური მატჩებიდან ერთი, “დინამო სოხუმსა” და “კვარტალს” შორის დახურულია. სხვა დანარჩენ მატებზე კი, გულშემატკივარი, დაიშვება.

 

 

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

 

ბოლნისის “სიონი” მომდევნო 3 საშინაო შეხვედრას გულშემატკივრების გარეშე გამართავს