კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

27 წლის წინ – მანჩესტერის კოშმარული საღამო ჯოჯოხეთში

მანჩესტერი ჯოჯოხეთში

Image source: AllSports

 

1993 წლის 3 ნოემბერს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტამბოლში „გალათასარაის“ დაუპირისპირდა. ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა დაძაბული გამოდგა.

ინგლისში თამაში ფრედ 3:3 დასრულდა, ხოლო თურქეთში საპასუხო 0:0 და „გალა“ პირველი თურქული გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

ინგლისურ კლუბს „ალი სამი ენის“ სტადიონზე“ უმძიმესი დახვედრა მოუწყევს. თურქმა ფანებმა ბანერები გამოფინეს – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“. ეს თამაში „მანჩესტერისთვის“ მართლაც ჯოჯოხეთური გამოდგა, რადგან გუნდი ასპარეზობას გამოეთიშა, მათი ლიდერი ერიკ კანტონა კი გააძევეს.

„ეს თამაში მახსოვს, მათ ბანერები ჰქონდათ, „კეთილი იყოს ჯოჯოხეთში თქვენი მობრძანება“. კოშარული საღამო იყო“ – თქვა „მანჩესტერის“ მაშინდელმა და ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა წლების შემდეგ.

 

 

წყარო – Twitter

 

ამ დღეს – დაუვიწყარი მატჩი პრემიერლიგაში და პოკერი “ლივერპულის” კარში (ვიდეო)