კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

26 წლის წინ, ამ დღეს საქართველოს ნაკრებმა ხრისტო სტოიჩკოვის ბულგარეთს მოუგო (ვიდეო)

გიორგი ქინქლაძე

Image source: Getty Images

 

ზუსტად 26 წლის წინ ამ დღეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთს მინიმალური სხვაობით მოუგო.

1995 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. შეხვედრის 87′-ე წუთამდე შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის გოლებით იგებდნენ 2:0, თუმცა საბოლოოდ, მატჩის მიწურულს, ხრისტო სტოიჩკოვმა 2:1 საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას “ფადილ ვოკრის” სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს 3 ფეხბურთელის გარეშე კოსოვოში დღეს ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება