კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

24 წლის წინ ზუსტად ამ დღეს: ლევან კობიაშვილი გოლის ავტორი გახდა (ვიდეო)

ალანიას ქართველი ლეგიონერი ლევან კობიაშვილი

Image source: footballfacts.ru

 

ზუსტად 24 წლის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, 19 წლის ლევან კობიაშვილმა მოსკოვის “სპარტაკს” გოლი გაუტანა.

1997 წლის 2 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში ლევანის “ალანიამ” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “სპარტაკს“ უმასპინძლა და 2:0 ანგარიშით გაიმარჯვა. 19 წლის კობიაშვილმა “ალანიას” შემადგენლობაში შეხვედრის 37′-ე წუთზე გოლი გაიტანა, ხოლო 82‘-ე წუთზე კი მან ყვითელი ბარათი მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ კობიაშვილი “დინამო თბილისიდან” ვლადიკავკაზის ” ალანიაში” 1997 წელს იჯარის წესით გადავიდა, სადაც დაახლოებით 1 წელი ითამაშა, 21 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

წყარო – alania.history

 

 

 

 

ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ პირველი ტესტ-მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს