კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

23-წლამდე ქართველ მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

ხვალ ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში 23-წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი იწყება.

შეჯიბრების პირველ დღეს ბილიკზე, საქართველოს დროით 10:00 საათიდან დაშნით მოფარიკავე მარია ზაკირჩენკო, 11:00 საათიდან კი ხმლით მოასპარეზე ვაჟები: ნიკოლოზ ჭეიშვილი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია და გოგა კაკაურიძე გამოვლენ.

ხუთშაბათს, 31 მაისს პლოვდივის ბილიკზე 10:00 საათიდან ვაჟთა შორის რაპირაში: ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ. 12:00 საათიდან კი ხმლით მოასპარეზე გოგონები: ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თეონა გოგლიძე, თამარ ჩარკვიანი ჩაერთვებიან შეჯიბრში.

შაბათ-კვირას საქართველოს ხმლით მოასპარეზეთა ახალგაზრდული ნაკრები იასპარეზებს, შაბათს ვაჟები, კვირას გოგონები.

ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის მსაჯებთან ერთად, FIE– ს არბიტრი საქართველოდან ირინა ფეიქრიშვილიც გაუძღვება.

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

სფფ-მ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად 3 საქველმოქმედო ფონდს 300 ათასი ლარი გადაურიცხა