კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

21 წლის ფორვარდი “საბურთალოდან” “თელავში” გადავიდა

Image source: სკ თელავის ფეისბუკის ოფიციალური გვერდი

 

დედაქალაქური “საბურთალო” ახალგაზრდა ცენტრალურ ლაშა კოხრეიძეს დაემშვიდობა, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება დაუმთავრდა. 21 წლის ფორვარდი გასულ სეზონში დუბლ-შემადგენლობაში ასპარეზობდა, თუმცა სეზონის მიწურულს პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნული ინფორმაცია “საბურთალოს” ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

“ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ლაშას გაწეული შრომისთვის და მომავალში მას წარმატებებს უსურვებს!” , – წერია “საბურთალოს” საიტზე.

VbetNews-ლაშას დაუკავშირდა და ახალი კლუბი შესახებ შეეკითხა. ფეხბურთელის თქმით უკვე “თელავის” ფეხბურთელია და ახალ კლუბში 2 სეზონს გაატარებს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადება “თელავმა15 იანვარს თელავში, “გივი ჩოხელის” სახელობის სტადიონზე დაიწყო.

 

რა შემადგენლობით იასპარეზებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები ანრი დეგლანის გრან პრიზე