კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

2020 წელს პროექტის ფარგლებში ისანში ძალოსნობის დარბაზის გახსნა იგეგმება

Image source: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

გუშინ, ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ, რაიონის ბინადრებს გამგეობის 2018-2019 წლებში შესრულებული ანგარიში წარუდგინა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.

გამგებლის განცხადებით ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელეწყობის მიზნით რაიონის ტერიტორიაზე არაერთი სპორტული მოედანი მოეწყო რაც 2020 წელსაც გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში ისანში ძალოსნობის დარბაზის გახსნაც იგეგმება.

შეხვედრაზე, რომელსაც ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეც ესწრებოდა, ლაბუჩიძემ საზოგადოებას ძალოსნობის დარბაზი წარუდგინა, რომელსაც რეაბილიტაცია ესაჭიროება, თუმცა ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელთა და გამგეობის ჩართულებით პროექტის განხორციელება შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ისანი საკმაოდ მჭირდროდ დასახლებული რაიონია და ძალოსნობის დარბაზის გახსნა ამ რაიონში სპორტული აქტივობებს განვითარებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს..

 

წყარო – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაზე „ტოიოტას” ესკორტი იზრუნებს