კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

2019 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯი 14-სა და პრო დე2-ის მატჩებს განსჯის

Image source: rugby.ge

 

2019 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, თებერვალში პრო 14-ის, ხოლო მარტში პრო დე2-ის თამაშს განსჯის.

25 წლის რეფერი თანამსაჯებთან – შოთა თევზაძესთან და საბა აბულაშვილთან ერთად ამჟამად პარიზში იმყოფება, სადაც ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „სტად ჟან ბუენზე“ ‘სტად ფრანსესა’ და იტალიური ‘ძებრეს’ შეხვედრას მოემსახურება.

ერთ კვირაში ქართველი მსაჯები კარდიფში გადაინაცვლებენ და ‘კარდიფისა’ და ‘კალვიზანოს’ მატჩს იმსაჯებენ.

ამაშუკელი 1 თებერვალს კვლავ საფრანგეთში იმსაჯებს, ამჯერად 20-წლამდელთა ექვს ერზე. გრენობლში ის ირაკლი ჭანუკვაძესთან და საბა აბულაშვილთან ერთად ტურნირის ცენტრალურ მატჩს მოემსახურება, რომელშიც საფრანგეთი ინგლისს უმასპინძლებს; 8 თებერვალს ქართველი მსაჯების ბრიგადა „ავივა სთედიუმზე“, 20-წლამდელთა ექვსი ერის მეორე ტურში, პრინციპულ დაპირისპირებაში ირლანდიისა და უელსის ნაკრებების შეხვედრას განსჯიან.

ამაშუკელი ირლანდიაში დარჩება და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს და ურთულეს ტურნირში, პრო 14-ში დებიუტი ექნება. მას ირლანდიური ‘მანსთერისა’ და სამხრეთ აფრიკის ‘კინგსის’ განსჯა ანდეს, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება.

22 თებერვალს ნიკას კიდევ ერთი მაღალი დონის, საერთაშორისო შეხვედრა ელის, ამჯერად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც რუმინეთისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს იმსაჯებს.

მარტში ქართველ მსაჯს კიდევ ერთი დებიუტი ელის. ის საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დე2-ის შეხვედრას მოემსახურება. რა თამაში შეხვდება ქართველ რეფერის მოგვიანებით გაირკვევა.

 

წყარო – rugby.ge

დასანანი მარცხი ბოლო წუთზე. საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა რუმინეთთან პირველი მატჩი დათმო