კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

20 წლის წინ ამ დღეს ლევან კობიაშვილმა ოლივერ კანს შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

ზუსტად 20 წლის წინ – 2000 წლის 12 აპრილს ლევან კობიაშვილმა ოლივერ კანს შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა. (ვიდეო)

ბუნდესლიგის ამ საინტერესო და სკანდალური მატჩში მიუნხენის “ბაიერნი” სტუმრად “ფრაიბურგს” ხვდებოდა, სადაც ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ლევან ცქიტიშვილი თამაშობდნენ.

აღნიშნულ მატჩში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი პრეზიდენტი პირველი გოლის ავტორი გახდა, თუმცა ბაიერნმა, რომელიც 10 კაცით თამაშობდა, მაინც მოახერხა მისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგება.

მატჩის მიწურულს ფრაიბურგის ქომაგებმა ბაიერნის მეკარეს, ოლივერ კანს თავში გოლფის ბურთი მოარტყეს და დაასისხლიანეს.

თემურ ქეცბაია: “სამწუხაროდ ზოგიერთს კვიპროსში ჩემპიონის გამოვლენა სხვაგვარად სურს”. “ანორთოსისი” შესაძლოა ოქროს მედლის გარეშე დარჩეს