კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

20-წლამდელთა ევროჩელენჯერი თბილისში წარმატებით დასრულდა

ფიბა-ს ევროჩელენჯერი საფრანგეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა

Image source: gbf.ge

 

ფიბას 20-წლამდელთა ევროჩელენჯერის B ჯგუფი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, დასრულდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, პაატა გურასპაულს ორგანიზატორის ჯილდო თბილისის ევროჩელენჯერზე მოვლინებულმა ფიბას დელეგატმა, რასა ლიუმინემ გადასცა. ეს მოხდა დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ტურნირის ბოლო მატჩის, საქართველო – პოლონეთის დასრულების შემდეგ გაიმართა.

ტურნირზე ყველა მატჩის მომგები საფრანგეთის ნაკრების წევრები საჩემპიონო, ოქროს მედლებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვეს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მორიგ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა მაღალ დონეზე და მისი დასრულების შემდეგ შესანიშნავი ორგანიზებისთვის სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა.

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

რა არის მესის წარმატებული ჯარიმების მიზეზი? – არგენტინელი ფეხბურთელის პასუხი